ჩვენება: ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დეტოქსიკაცია/დრენაჟი და ფუნქციური დარღვევები, მათ შორის საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, ყაბზობა/დიარეა; ალკოჰოლის, ყავის ან ნიკოტინის გადაჭარბებული მიღება, ორსულების ტოქსიკოზი,ქრ. ჰეპატიტი, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება.
უკუჩვენება: ერთეულ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.
დოზირება და მიღების წესი: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 50 ტაბლეტი შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38.