ოვარიუმ კომპოზიტუმი / Ovarium compositum №50/100 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Ovarium suis D8, Placenta totalis suis D10, Uterus suis D10, Tuba uterina suis D10, Hypophysis suis D13, Cypripedium parviflorum var. pubescens D6, Lilium lancifolium D4, Pulsatilla pratensis D18, Aquilegia vulgaris D4, Sepia officinalis D10, Lachesis D10, Apisinum D8, Kreosotum D8, Calvatia gigantea D6, Psychotria ipecacuanha D6, Mercurius solubilis Hahnemanni D10, Hydrastis canadensis D4, Acidum cis-aconiticum D10, Magnesium phosphoricum D10 შესაბამისად 1 მგ; ასევე, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ჯირკვლოვანი და დამცავი ფუნქციების სტიმულირება, ენდომეტრიტი, დისმენორეა, ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის უკმარისობა ქალებში, როგორც კლიმაქსური, ასევე მეტაბოლიზმის სხვადასხვა დარღვევის დროს, როგორიცაა ოსტეომალაცია.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სუბლინგვალურად. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 (ან #100) ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15