
ოსტ.ჰელი / Ost.heel №50
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური პრეპარატი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Hekla Lava Д6, Kalium jodatum Д4, Asa foetida Д4, Stillingua silvatica Д4, Aranea diadema Д6, Natrium sulfuricum Д4 შესაბამისად 30 მგ; Hydrargyrum oxydatum rubrum Д9, Calcium Phosphoricum Д6 შესაბამისად 60 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: პერიოსტიტი, ეგზოსტოზები, მ.შ. ქუსლის დეზი, ხმაური ყურებში – როგორც ოტოსკლეროზის შედეგი. (ასევე, ოსტეოართროზი, ძვლის და შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევა, პაროდონტოზი).
უკუჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
გვერდითი ეფექტი: მომატებული ნერწყვდენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტაზის უკმარისობით, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ ინდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად, სრულ გაწოვამდე – 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან ჭამიდა 1 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50ტაბ. ან 100ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი: შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15