ჩვენება: ბუასილი, პერიანალური დაავადება.
უკუჩვენება:პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ მალამოს ფუძის შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებმა, კანის ალერგიისადმი მიდრეკილმა პაციენტებმა.
გვერდითი ეფექტი: კანის ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: თუ თქვენ აღმოაჩენთ სისხლს განავალში ან გაქვთ სიმპტომები, რომლებიც მუდმივია, ამოუცნობი ან ახლად გამოვლენილი, უნდა მიმართოთ ექიმს.
დოზირება და მიღების წესი : სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში: დაიტანეთ ორჯერ დღეში ან უფრო ხშირად საჭიროებისამებრ,მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38.