ჩვენება: ქრონიკული და ქრონიკული მორეციდივე დაავადებები, რომლებშიც სტაფილოკოკები, შესაძლოა შერეული ინფექციის ან მეორადი ინფექციის სახით იყოს გამომწვევი, მაგ. ფურუნკულები, კარბუნკულები, ჭინჭრის ციება, იმპეტიგო, ბლეფარიტი, ვულგარული აკნე და კონგლობატა, ვარიკოზული წყლულები, ქრონიკული პაპილარული და ექსულცერანები, ოსტეომიელიტი, ფლეგმონური ცვლილებები, შუა ოტიტი, ცისტოპიელიტი, ენტეროკოლიტი და ა.შ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზირება და მიღების წესი: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ამპულა 1-3 ჯერ კვირაში.
ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 10 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38.