სტრუმელი T / Strumeel T. №50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Euspongia officinalis d3 – 150 მგ; Calcium jodatum D4 – 90 მგ; Fucus vesiculosus D4 – 30 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: პარენქიმული ჩიყვი (დიფუზური, იუვენილურ-მოზარდული), ჩიყვის პროფილაქტიკა, ათეროსკლეროზი და სხვა მდგომარეობები, რის დროსაც იოდის მიღებაა ნაჩვენები.
უკუჩვენება: იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი ეფექტები: მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
აღწერა
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: დოზირება ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ბავშვებისთვის პროფილაქტიკა 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15