სტრუმელი T 50 ტაბ.

20.69

  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Euspongia officinalis d3 – 150 მგ; Calcium jodatum D4 – 90 მგ; Fucus vesiculosus D4 – 30 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: პარენქიმული ჩიყვი (დიფუზური, იუვენილურ-მოზარდული), ჩიყვის პროფილაქტიკა, ათეროსკლეროზი და სხვა მდგომარეობები, რის დროსაც იოდის მიღებაა ნაჩვენები.
უკუჩვენება: იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი ეფექტები: მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებაპრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და მიღების წესი: დოზირება ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ბავშვებისთვის პროფილაქტიკა 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

კოდი: 8948 კატეგორია: ,
განახლება...
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.