|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ტრაუმელ S Gel / Traumeel S გელი 50 გრ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 100 გ შეიცავს:

Achillea millefolium  :   D0 – 0,090 გ

Aconitum napellus   :   D1 – 0,050 გ

Arnica montana  :   D3 – 1,500 გ

Atropa bella-donna  :   D1 – 0,050 გ

Bellis perennis :  D0 – 0,100 გ

Calendula officinalis :  D0 – 0,450 გ

Echinacea :  D0 – 0,150 გ

Echinacea purpurea  :  D0 – 0,150 გ

Hamamelis virginiana  :  D0 – 0,450 გ

Hepar sulfuris  : D6 – 0,025 გ

Hypericum perforatum  :  D6 – 0,090 გ

Matricaria recutita  : D0 – 0,150 გ

Mercurius solubilis Hahnemanni  : D6 – 0,040 გ

Symphytum officinale  : D4 – 0,100 გ

წყალი, გასუფთავებული : 74,652 გ

ეთანოლი (96 პროცენტი) აკ. ეთანოლი 94 % (მ/მ) HAB : 18,653 გ

კარბომერები (Carbopol 980NF) : 1.000 გ

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 18 % (მ/მ) : 2.300 გ

35,20 ₾

აღწერა

ჩვენება: ყველა სახის ტრავმული დაზიანება, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილისანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება:  თუ სხვაგვარად არ არის მითითებული: 

სტანდარტული დოზირება:

მოზრდილები (და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები): გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

პედიატრიული:

2 წლამდე: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

2-5 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

6-11 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

გამოყენების მეთოდი:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ დაზიანებულ ადგილზე. ტრაუმელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერი კომპრესიული ნახვევით და/ან ოკლუზიური ნახვევით.

უკუჩვენება: ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერთ ან რამდენიმე ინგრედიენტზე, გვირილასებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ., როგორიცაა Arnica montana (მთის არნიკა), Calendula officinalis (გულყვითელა), Chamomilla recutita (გვირილა), Echinacea (ნარცეცხლა), Achillea millefolium (ფარსმანდუკი), Bellis perennis (ამრიკონი).

ორსულობა / ლაქტაცია: ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.

გვერდითი ეფექტი: ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის გარდამავალი რეაქციები (მაგ. გამონაყარი, ქავილი).

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია