აღწერა
უკუჩვენება: გადამეტებული მგრძნობელობა ერთ ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, Achillea millefolium ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, Echinacea არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), ავტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.
გაფრთხილება: მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პროდუქციის მიღებამდე. სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტი: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა (მაგ. Arnika, Calendula, Achillea millefolium) ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი) რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა შემჩნეული იქნა Echinacea -ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება. შეიძლება ხანდახან გამოჩნდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიურად აქტიური ნივთიერების Mercurius solubilis -ის გამო.
წამალთა შორისი ურთიერთქმედება: ცნობილი არ არის.
მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად.
შეფუთვა: # 50 ტაბლეტი
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
შენახვა: განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15