აღწერა
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტების მიმართ მაგ. (არნიკას, გვირილას, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ) . ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.
2 წლამდე ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: არა საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემების გამო ამ პროდუქციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არი რეკომენდებული .ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტი: მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ალერგიური რეაქცია ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. Echinacea-ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია , ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: ცნობილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი: მწვავე დარღვევებისას 1 ამპულა ყოველდღე, სტანდარტული სქემა კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად.
შეფუთვა: # 100 ამპულა.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
შენახვა: განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15
ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია.
არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული.