50% OFF

აღწერა

[vc_row][vc_column][vc_tta_tabs active_section=”1″][vc_tta_section title=”ტაბლეტი” tab_id=”1574085780503-5042fbe7-91026ae0-b3c6d0bb-c172″][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/1″][/vc_column_inner][vc_column_inner width=”3/4″][vc_column_text]ტრაუმელ  S  

                                                               (Traumeel  S)

 

გამოყენების ინსტრუქცია

ჰომეოპათიური პრეპარატი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს

 

Achillea millefolium D 3-15 mg, Aconitum napellus D 3- 30 mg, Arnica montana D 2-15 mg,

Atropa bella-donna D 4- 75 mg, Bellis perennis D 2- 6 mg, Calendula officinalis D 2- 15 mg,

Chamomilla recutita D 3- 24 mg, Echinacea D 2- 6 mg,Echinacea purpurea D 2- 6 mg,

Hamamelis virginiana D 2- 15 mg, Hepar sulfuris D 8- 30 mg, Hypericum perforatum  D 2-3 mg

Mercurius solubilis Hahnemanni D 8- 30 mg, Symphytum officinale D 8- 24 mg

შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 6მგმ, მაგნიუმის სტეარატი 1,5მგ.

ჩვენება:

ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი);

ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი

რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება;

დაჭიმულობა, დისლოკაცია, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები: ტვინის შერყევა

უკუჩვენება:

გადამეტებული მგრძნობელობა ერთ ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, Achillea millefolium ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, Echinacea არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), ავტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

გაფრთხილება:    

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პროდუქციის მიღებამდე.

სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტი

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა (მაგ. Arnika, Calendula, Achillea millefolium) ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი) რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა შემჩნეული იქნა Echinacea -ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება. შეიძლება ხანდახან გამოჩნდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიურად აქტიური ნივთიერების  Mercurius solubilis -ის გამო.

წამალთა შორისი ურთიერთქმედება

ცნობილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად.

შეფუთვა:

# 50 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა

5 წელი

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მწარმოებელი:

ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ  (Biologische Heilmittel Heel GmbH)

დრ-რექევეგ-ქუჩა 2-4,

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

 

დისტრიბიუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38,

0186 თბილისი, საქართველო

+99532 215 91 15[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/vc_tta_section][vc_tta_section title=”ამპულა” tab_id=”1574085780532-046feb72-24a46ae0-b3c6d0bb-c172″][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/4″][vc_single_image image=”8930″ img_size=”full”][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/1″][vc_column_text]ტრაუმელ S  

                                           (Traumeel S)

შემადგენლობა:

1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს:

Arnica montana D 2-2.2 mg, Calendula officinalis D 2- 2.2 mg

Chamomilla recutita D 3- 2.2 mg, Symphytum officinale D 6- 2.2 mg,

Achillea millefolium D 3- 2.2 mg, Atropa bella-donna D 2- 2.2 mg,

Aconitum napellus D 2- 1.32 mg, Bellis perennis D 2- 1.1 mg,

Hypericum perforatum D 2- 0.66 mg, Echinacea D 2-0.55 mg,

Echinacea purpurea D 2- 0.55 mg, Hamamelis virginiana D 1- 0.22 mg

Mercurius solubilis Hahnemanni D 6- 1.1 mg, Hepar sulfuris D 6- 2.2 mg

შემავსებლები:

საინექციო წყალი  2,179,10 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ

ჩვენება:

დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტების მიმართ მაგ. (არნიკას, გვირილას, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ) . ექინაცეა  არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

2 წლამდე ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

არა საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემების გამო ამ პროდუქციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არი რეკომენდებული .

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტი:

მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ალერგიური რეაქცია ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს.  Echinacea-ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია  , ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

ცნობილი არ არის.

 

დოზირება და მიღების წესი:

მწვავე დარღვევებისას 1 ამპულა ყოველდღე,

სტანდარტული სქემა კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად.

შეფუთვა:

# 100 ამპულა.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ  (Biologische Heilmittel Heel GmbH)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

დრ-რექევეგ-ქუჩა 2-4,

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

 

დისტრიბიუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38,

0186 თბილისი, საქართველო

+99532 215 91 15

 

ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია.

არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული.[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/vc_tta_section][vc_tta_section title=”მალამო” tab_id=”1574085799586-3ae38a57-bcc66ae0-b3c6d0bb-c172″][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/1″][vc_single_image image=”8932″ img_size=”full”][/vc_column_inner][vc_column_inner width=”3/4″][vc_column_text]გამოყენების ინსტრუქცია

 

ტრაუმელ  S   (Traumeel  S)

 

მალამო, გარეგანი მოხმარებისთვის

 

ჰომეოპათიური პრეპარატი

 

შემადგენლობა:

100 გრამი შეიცავს:

Arnica montana                                                          D 3                                 1.5 g

Calendula officinalis                                                   D 0                               0.45 g

Hamamelis virginiana                                                D 0                               0.45 g

Echinacea                                                                    D 0                               0.15 g

Echinacea purpurea                                                    D 0                               0.15 g

Chamomilla recutita                                                   D 0                               0.15 g

Symphytum officinale                                                D 4                                 0.1 g

Bellis perennis                                                             D 0                                 0.1 g

Hypericum perforatum                                               D 6                               0.09 g

Achillea millefolium                                                  D 0                               0.09 g

Aconitum napellus                                                     D 1                               0.05 g

Atropa bella-donna                                                     D 1                               0.05 g

Mercurius solubilis Hahnemanni                              D 6                               0.04 g

Hepar sulfuris                                                             D 6                             0.025 g

 

შემავსებლები:

ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი ა), ემულგირებადი     8.007 გ

პარაფინი თხევადი,                                    9.342 გ

თეთრი რბილი პარაფინი,                              9.342 გ

გამოხდილი წყალი,                                 60.579 გ

ეთანოლი (96 პროცენტი)                             9.335 გ

 

ჩვენება:

ყველა სახის დაზიანება (სპორტის, უბედური შემთხვევის შედეგად), როგორიცაა დაჭიმულობა, დისლოკაცია, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები და სხვა; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან (მაგ. პერიოდონტიტი, ღრძილების დაჩირქება, პერიოდონტოზი), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი;

 

უკუჩვენება:

გადამეტებული მგრძნობელობა ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ, მაგ. არნიცა ჩჰამომილლა, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის სხვა მცენარეების (შემადგენელი) მიმართ.

 

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ცეტილსტეარილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

არ წაისვათ მალამო ფართო უბნებზე.

მოერიდეთ კონტაქტს თვალთან, ლორწოვანთან, ღია ჭრილობებთან ან დაბზარულ კანთან.

თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკაბშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა ხსნარებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას

 

გვერდითი ეეფქტი

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოჩნდეს გადამეტებული მგრძნობელობის რეაქციები ან  ლოკალური ალერგიული რეაქციები (კანის ანთება, სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

წამალთშორისი ურთიერთქმედება

.არ არის ცნობილი.

 

დოზირება და მიღების წესი:

წაუსვით დაზიანების ადგილს და შეიზილეთ, დილით და საღამოს, აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამოსთვის განკუთვნილი სახვევი

 

შენიშვნა: არ გამოიყენოთ მალამო ფართო უბნებზე დიდი ხნის განმავლობაში ან უშუალოდ ღია ჭრილობებზე.

 

შეფუთვა

50 გრამის შემცველი ტუბი.

 

ვარგისიანობის ვადა:  

3 წელი

 

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

მწარმოებელი:

ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ  (Biologische Heilmittel Heel GmbH)

დრ-რექევეგ-შტრასე 2-4,

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

 

დისტრიბიუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38,

0186 თბილისი, საქართველო

+99532 215 91 15[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/vc_tta_section][/vc_tta_tabs][/vc_column][/vc_row]

Vendor Information

მსგავსი პროდუქცია