აღწერა
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: შენიშვნა: პაციენტები მწვავე არტიკულარული ჩივილებით ,რომელსაც თან ახლავს სიწითლე, შეშუპება,ცხელების შეგრძნება სახსარში ან სიმპტომების რომლის დიფერენციაცია ვერ ხორციელდება უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატი 12 წლის ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის შემადგენელმა კომპონენტებმა ამ განზავებით არ გამოავლინეს ტოქსიკურობა. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
გვერდითი ეფექტი: მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მხრივ , შესაძლებელია გამოვლინდეს ცალკეულ შემთხვევაშ კანის გარდამავალი ალერგიული რეაქცია.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: ცნობილი არ არი.
დოზირება და მიღების წესი: სტანდარტული მიღების წესი კვირაში ორჯერ 1 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად ან, საჭიროების შემთხვევაში, პარავერტებრალურად. დიდი სახსრების შემთხვევაში ყოველ ჯერზე საჭიროა 2 ამპულის მიღება. 4კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები.
შეფუთვა: შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 10 ან 100 2.0 მლ-ანი ამპულა.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
შენახვა: განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია. არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15