ცერებრუმ კომპოზიტუმი NM 1 ამპ

7.44

გამოყენების ინსტრუქცია: ცერებრუმ კომპოზიტუმი NM (Cerebrum compositum NM) საინექციო ხსნარი ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა: 1 ცალი 2.2 მლ-იანი (2,2 გ) ამპულა შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები: Cerebrum suis D8 22,0 mg, Embryo suis D 10 22,0 mg, Hepar suis D 10 22,0 mg, Placenta suis D 10 22,0 mg, Kalium phosphoricum D6 22,0 mg, Selenium D 10 22,0 mg, Thuja occidentalis D6 22,0 mg, Strychnos ignatii D8 22,0 mg, Acidum phosphoricum D10 22,0 mg, Cinchona pubescens D4 22,0 mg, Sulfur D 10 22,0 mg, Kalium bichromicum D 8 22,0 mg, Gelsemium sempervirens D4 22,0 mg, Ruta graveolens D4 22,0 mg, Arnica montana D28 22,0 mg, Aesculus hippocastanum D4 22,0 mg, Manganum phosphoricum D8 22,0 mg, Magnesium phosphoricum D10 22,0 mg, Semecarpus anacardium D6 22,0 mg, Conium maculatum D4 22,0 mg, Hyoscyamus niger D 6  22,0 mg, Aconitum napellus D6 22,0 mg, Anamirta cocculus D4 22,0 mg, Ambra grisea D10 22,0 mg.
შემავსებლები: საინექციო  წყალი, ნატრიუმის ქლორიდი

  

ჩვენება: დაცვითი მექანიზმის სტიმულირება ბავშვებში განვითარების შეფერხებისას  ვეგეტატიკური დისტონია, დეპრესია, ართეროსკლეროზი, შფოთვის, ენცეფალიტის შემდეგ, ნევრალგიის, მღელვარების, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის, გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადების, მეხსიერების დაქვეითების, ნერვული გამოფიტვის და სხვა გერიატრიული ჩვენებების დროს.
უკუჩვენება: ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ. (მაგ. ქინინი). დოზირების ფორმის გამო 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა განზავებებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს. ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს პრეპარატის ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენებისას. თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი. თქვენი ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული წამლების შესახებ, ურეცეპტო წამლების ჩათვლითაც კი.
დოზირება და მიღების წესი: თუ სხვაგვარად არ იქნება აღნიშნული:  მიღესიბას აუცილებელია ჰომეოათიკის დარგში გამოცდილების მქონე თერაპევტმა დაგინიშნოთ ინდივიდუალური დოზა. ზოგადად, 1 ამპულა კვირაში 3-1-ხელ კუნთში, კანქვეშ ან ვენაში.
გვერდითი ეფექტი: როგორც ნებისმიერმა სამედიცინო პრეპარატმა, ჰომეოპათიურმა პროდუქციამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს კანის რეაქციები, რა დროსაც პროდუქციის მოხმარება უნდა შეწყდეს. ერთეულ შემთხვევებში მოხსენებული იყო გარდამავალი ალერგიული (გადამეტებული მგრძნობელობის) რეაქციების (მაგ. სუნთქვის უკმარისობა) შესახებ.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
შენახვაგანსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: შეფუთვაში განთავსებულია 100 ამპულა 2,2 მლ.
მწარმოებელი: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ  (Biologische Heilmittel Heel GmbH) დრ-რექევეგ-შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
დისტრიბიუტორი: შპს ბიომედიკა (Biomedica) ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38, 0186 თბილისი, საქართველო +99532 215 91 15
შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია: ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია. არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული.

კოდი: 9193 კატეგორია: ,
განახლება...
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.