|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ციმიციფუგა-ჰომაკორდი / Cimcifuga-Homaccord 30 მლ. წვ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის. შემადგენლობა:  100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Cimicifuga racemosa D2, Cimicifuga racemosa D10, Cimicifuga racemosa D30, Cimicifuga racemosa D200 – შესაბამისად  0.8 მლ, Strontium carbonicum D8, Strontium carbonicum D30, Strontium carbonicum D200 – შესაბამისად 0.2 მლ; ასევე, Ethanol 35 vol%. ჩვენება: ოსტეოქონდროზი – განსაკუთრებით ხერხემლის კისრის მიდამოს; მანთაშუა ნევრალგიით განპირობებული ვერტებროგენული ტკივილები; ასევე გამოიყენება წელის არეში ტკივილისას. მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ – 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში – იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა. უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება. გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე. შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ. აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა ურეცეპტოდ.  მწარმოებელი:  Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4 წარმომადგენელი:   შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15

36,50 ₾

მსგავსი პროდუქცია