
ადენოსინტრიფოსფატ-ინელი / Adenosintriphosphat-Injeel forte 1.1 მლ. 1 ამპულა
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა (1,1 მლ) შეიცავს:
– Adenosinum triphosphoricum Dil. D6 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D10 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D30 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D200 – 0,275 გ
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
ჩვენება: ადენოზინტრიფოსფატი (ATP) არის ძირითადი ნაერთი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიას ცოცხალ უჯრედებში მრავალი პროცესის წარმართვისთვის, მათ შორის კუნთების შეკუმშვის, ნეიროტრანსმისიის და გულის ფუნქციისთვის.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება: Adenosintriphosphat (ATP)-Injeel forte არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ თქვენ ალერგიული ხართ რომელიმე მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ამ პრეპარატში შედის.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
აღწერა
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 10 ან 100 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15



















