
ანგინ SD სპრეი 20 მლ. / Angin SD 20ml liquid.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ყელის სპრეი.
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები:
- Arnica montana D4 – 1.071 გ
- Atropa bella-donna D4 – 2.143 გ
- Phytolacca americana D4 – 1.071 გ
- Hepar sulfuris D6 – 2.143 გ
დამატებითი ინგრედიენტები:
- ეთანოლი (43%),
- გლიცერინი (85%),
- გამწმენდი წყალი.
აღწერა
ჩვენება: Angin SD liquid არის ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება გაციების და ყელის ტკივილის, აგრეთვე ტონზილიტის პირველივე ნიშნების დროს, Angin® SD liquid-ის ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებს;
მისი გამოყენების სფერო მოიცავს:
- ყელის ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების შემსუბუქებას,
- ხახის, ტონზილებისა და ყელის ანთების მკურნალობას.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და 12 წლიდან ბავშვები – 1-2 შესხურება 1-დან 3-ჯერ დღეში.
მწვავე შემთხვევებში: 1-2 შესხურება ყოველ 30-60 წუთში, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე – 1-2 შესხურება 1-დან 3-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 შესხურებისა დღეში).
მწვავე შემთხვევებში: 1-2 შესხურება ყოველ 30-60 წუთში, არაუმეტეს 8 შესხურებისა დღეში.
თუ სიმპტომები უმჯობესდება, უნდა შემცირდეს გამოყენების სიხშირე.
გამოყენების წესი:
- პრეპარატის შესხურება უნდა მოხდეს პირის ღრუში, ყელის მიმართულებით.
- პირველად გამოყენებამდე, დააჭირეთ სპრეის თავსახურს რამდენჯერმე, სანამ ერთგვაროვანი შესხურება დაიწყება.
- გამოყენების დროს შეაჩერეთ სუნთქვა და დაიცავით ბოთლის ვერტიკალური მდგომარეობა.
უკუჩვენება: არ გამოიყენება, თუ აღინიშნება ალერგია შემდეგი კომპონენტების მიმართ:
- არნიკა (Arnica montana) ან სხვა ასტრისებრთა ოჯახის მცენარეები,
- ან ინსტრუქციაში მოცემული სხვა ინგრედიენტები.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: გამოიყენება ბავშვებში 6 წლიდან; ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას; არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღინიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: 20 მლ-იან ფლაკონი პულვერიზატორით პროპელენტის გარეშე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15