აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1.1 მლ, ბავშვები 2-დან 3 წლამდე – 0.3 მლ, ბავშვები 3-დან 6 წლამდე – 0.6 მლ, 6-დან 12 წლამდე ბავშვები – 0.7 მლ. გამოიყენეთ ერთჯერადი ასაკობრივი დოზა პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1-ჯერ დღეში, შემდეგ კი კვირაში 1-3-ჯერ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს (ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15