ბარიოდეელი / Barijodeel 50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Barium carbonicum D12, Ignatia D6, Datura stramonium D4, Kalium phosphoricum D6, Arnica montana D4 შესაბამისად 30 მგ; Causticum Hahnemanni D6, Semecarpus anacardium D6, Aconitum napellus D12 შესაბამისად 45 მგ; Calcium jodatum D4 15 მგ; ასევე, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ათეროსკლეროზი, განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი და ამ მიზეზით გამოწვეული გონებრივი სისუსტე;, ლიმფატიზმი, ასაკობრივი მეხსიერების დაქვეითება , არტერიოსკლეროზის შედეგად გამოწვეული თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ბავშვებში ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩენა. ლიმფატიზმი.
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 6 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სუბლინგვალურად. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
აღწერა
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, კერძოდ, არნიკა და ასტრასებრთა ჯგუფის სხვა მცენარეები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას (ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15