|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ბაქტერიუმ კოლი-ინელი / Bacterium coli-Injeel 1.1 მლ. ამპ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1.1 მლ ამპულაში.

შემადგენლობა: 1.1 მლ 1 ამპულა შეიცავს: Baqterium coli-Nosode D12, D30, D200 შესაბამისად 0.367 გ. ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი:

ჩვენება: გადაღლილობა, ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება. მეხსიერების დაკარგვა უახლოესი მოვლენებისადმი.  შიში და გაუბედაობა, ხშირად ასოცირებულია მეტეორიზმთან. შემცივნება ჭამის შემდეგ. შუაში წითელი ხაზის მქონე ენა მოყვითალო – თეთრი ნადებით. დიზურია შარდვისას – მღვრიე, ცუდსუნიანი შარდის გამოყოფით, რომელიც უფრო უარესდება ნესტიანი ცივი ამინდისას. სალპინგიტი, ქრონიკული ადნექსიტი. ცისტიტი, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ქოლანგიტი, დეპრესიული ფსიქოზი.

8,80 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:  1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება: ამ ნოზოდის გამოყენება განსაკუთრებით ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, რაც ხშირად აზიანებს ფიზიოლოგიურ მიკროფლორას. კოლიბაქტერიის ნოზოდი წარმოადგენს ლორწოვანი გარსების კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, რომლის დაავადებების განვითარება დაკავშირებულია ჯანმრთელ ადამიანში თანდაყოლილი მიკრობიოცენოზის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის ცვლილებასთან. თანამედროვე პირობებში, დისბიოზის განვითარება გავრცელებული შედეგია ანტიბიოტიკების და სხვა ანტიმიკრობული აგენტების პრაქტიკულად უკონტროლო გამოყენების გამო.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია