გინსენგ-კომპოზიტუმი / Ginseng-Compositum 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Ginseng – 20 გ; Acidum sarcolacticum D2, Hydrastis canadensis D10, Conium maculatum D10, Psorinum-Nosode D28, Colchicum autumnale D10, Pulsatilla pratensis D10, Kreosotum D10, Viscum album D8, Sulfur D10, China aparineum D10, D108 , Natrium diethyloxalaceticum D8, Adenosinum triphosphoricum D10, Nadidum D10 თითოეული 1 გ. ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი
ჩვენება: დამხმარე თერაპიული საშუალება არა მხოლოდ ნეოპლაზიის, ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების (ლიმფოგრანულომატოზის) დროს, არამედ წინასწარ სტადიებში და კიბოსწინა მდგომარეობებზე ეჭვის დროს, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლის (ქერქის) დაძაბვაა; ასევე, ორგანიზმში არსებული ნებისმიერი სახის ტოქსინების გადაჭარბებული დონისას (დამხმარე საშუალება დამწვრობის დროს).
მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ზოგადად, 10 წვეთი 3-6 ჯერ დღეში.
აღწერა
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15