
გრაფიტეს ინეელი / Graphites-injeel 1.1 მლ. 1 ამპულა
მოკლე აღწერა
შემადგენლობა: 1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს: Arnica montana D 2-2.2 mg, Calendula officinalis D 2- 2.2 mg Chamomilla recutita D 3- 2.2 mg, Symphytum officinale D 6- 2.2 mg, Achillea millefolium D 3- 2.2 mg, Atropa bella-donna D 2- 2.2 mg, Aconitum napellus D 2- 1.32 mg, Bellis perennis D 2- 1.1 mg, Hypericum perforatum D 2- 0.66 mg, Echinacea D 2-0.55 mg, Echinacea purpurea D 2- 0.55 mg, Hamamelis virginiana D 1- 0.22 mg Mercurius solubilis Hahnemanni D 6- 1.1 mg, Hepar sulfuris D 6- 2.2 mg
შემავსებლები: საინექციო წყალი 2,179,10 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ
ჩვენება: დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: თუ ექიმის მიერ სხვა სქემა არ არის განსაზღვრული: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ამპულა 1–3-ჯერ კვირაში. მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება (ექიმის რეკომენდაციით).
გამოყენების გზები: ინტრამუსკულარული, სუბკუტანური, ინტრავენური ინექცია, ასევე შესაძლებელია ამპულის შემცველობის პერორალურად/სუბლინგვალურად მიღება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ბავშვებში – სიფრთხილით და ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი ეფექტი: იშვიათად: ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გაღიზიანება ინექციის ადგილზე.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის ადეკვატურად დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 10 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15