|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

დიარჰელ SN / Diarrheel SN №50 ტაბ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Argentum Nitricum D8, Acidum arseniccosum D8, Colchicum D6, Colocynthis D6, Hydrargirum bichloratum D8, Podophyllum D6, Veratrum D4 – შესაბამისად 30 მგ; Tormentilla D2- 60 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული დიარეა, გასტროენტერიტი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტი: მიღებისას შესაძლებელია მომატებული ნერწყვდენა, რის შემდეგაც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

26,65 ₾

აღწერა

განსაკუთრებული მითითებადიარჰელ S – ის ტაბლეტის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით, მწვავე შემთხვევებში – თითო ტაბლეტი ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

 

მსგავსი პროდუქცია