|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კოლოცინტის-ჰომაკორდი / Colocynthis-Homaccord 30 მლ. წვ.

კატეგორია: სხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Citrullus colocynthis D2, Citrullus colocynthis D10, Citrullus colocynthis D30, Citrullus colocynthis D200 0,8 გ; Gnaphalium polycephalum D1, Gnaphalium polycephalum D10, Gnaphalium polycephalum D30, Gnaphalium polycephalum D200 0,2 გ თითოეული.  ასევე, Ethanol 35 vol%.

ჩვენება: სხვადასხვა წარმოშობისა და ლოკალიზაციის ნევრალგიისას, განსაკუთრებით საჯდომის ნევრალგიის, ნეკნთაშუა ნევრალგიისა და მალთაშუა დისკის დარღვევების დროს, განსაკუთრებით ხერხემლის წელის მიდამოში.

მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება  სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ზოგადად, 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე დარღვევების დროს, თავდაპირველად 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში. პრეპარატის გრძელვადიანი გამოყენება (რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში) უნდა იყოს თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ.

34,00 ₾

აღწერა

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

 

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია