|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კრალონინი / Cralonin 1.1 მლ. ამპ.

კატეგორია: სხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 1.1 მლ  ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Crataegus D 2 – 8.8 მკლ; Spigelia D 1, Kalium carbonicum D 2 – 1.1 მკლ თითოეული.  ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.

ჩვენება: კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის კორონარული დაავადება, გულის იშემიური დაავადება (გიდ), მ.შ. სტენოკარდია, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობა (განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში); კარდიალგია, ტკივილები გულის არეში (მ.შ. იშემიური ხასიათის); გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა); მოხუცებულობითი  გული („სენილური გული“); ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი.

6,30 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: მწვავე სიმპტომების შემთხვევაში 1 ამპულა დღეში (შესაძლოა ყოველ 6-8 საათშიც), სტანდარტულ შემთხვევაში 1 ამპულა 3-1 ჯერ კვირაში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება  არ არის ადეკვატურად დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 100 ამპულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

 

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია