|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კრალონინი / Cralonin 1.1 მლ. 5 ამპულა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 1.1 მლ  ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Crataegus D 2 – 8.8 მკლ; Spigelia D 1, Kalium carbonicum D 2 – 1.1 მკლ თითოეული.  ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.

ჩვენება: კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის კორონარული დაავადება, გულის იშემიური დაავადება (გიდ), მ.შ. სტენოკარდია, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობა (განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში); კარდიალგია, ტკივილები გულის არეში (მ.შ. იშემიური ხასიათის); გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა); მოხუცებულობითი  გული („სენილური გული“); ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი.

31,50 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: მწვავე სიმპტომების შემთხვევაში 1 ამპულა დღეში (შესაძლოა ყოველ 6-8 საათშიც), სტანდარტულ შემთხვევაში 1 ამპულა 3-1 ჯერ კვირაში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება  არ არის ადეკვატურად დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია