|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კრალონინ ტროფენ / Cralonin Tropfen 30 მლ. წვ.

კატეგორია: სხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Crataegus D0 70 ml, Kalium carbonicum D3, Spigelia anthelmia D2 – შესაბამისად 1 მლ; ეთანოლი (43%).

ჩვენება: გულის იშემიური დაავადება (მკურნალობა და პროფილაქტიკა), არტერიული ჰიპერტენზია (შესაძლებელია მონოთერაპიის სახითაც), გულის კუნთის დაზინებათა შედეგები, სენილური გული, ვეგეტატიური დარღვევები (კომპლექსურ თერაპიაში), გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია შემადგენელ კომპონენტებზე.

28,85 ₾

აღწერა

განსაკუთრებული მითითება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში (6 წ-მდე), აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში – იგი ვერ შეცვლის მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა პრეპარატებს.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის – 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. ერთჯერადი დოზის გახსნა შესაძლებელია გარკვეულ რაოდენობა (100 მლ) წყალშიც და მიიღება მცირე ყლუპებად, პირის ღრუში რამდენიმე ხნით გაჩერებით. შედარებით ხანგრძლივი მკურნალობისთვის ექიმი არჩევს ერთჯერად დოზის რაოდენობას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ ან 100 მლ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია