ლეპტანდრა-კომპოზიტუმი / Leptandra compositum 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Leptandra D2,Quassia amara D3, Podophyllum D3, Arsenicum album D4, Carbo vegetabilis D10,Niccolum metallicum D10, Phosphorus D6 – შესაბამისად 1გ. ასევე Ethanol 35vol%.
ჩვენება: ეპიგასტრალური სინდრომი, განსაკუთრებით ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები – გამწვავების სტადიაში (დიეტის დარღვევის შემდეგ), მუცლის შებერილობა, იმუნური სისტემის გასააქტიურებლად.
უკუჩვენება: არ მიიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.
აღწერა
დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ – არა უმეტეს 2 სთ-ისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15