მელილოტუს-ჰომაკორდი / Melilotus-Homaccord 30წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Melilotus officinalis D1, Melilotus officinalis D4, Melilotus officinalis D10, Melilotus officinalis D30, Melilotus officinalis D200 შესაბამისად 0.2 გ; Crataegus Ø 60 გ; Crataegus D10, Crataegus D30, Crataegus D200 შესაბამისად 0.8 გ; ასევე, Ethanol 45 vol%.
ჩვენება: ჰიპერტენზია, სისხლსავსეობა, სისხლის მიმოქცევის მოშლა ტვინში (ტვინში სისხლის მიმოქცევის შეგუბება – თავის ტკივილით და თავბრუსხვევით); დამხმარე თერაპია ინსულტისა და ტრანზიტორული იშემიური შეტევის მკურნალობისას; სისხლის მიმოქცევის მოშლა კორონარულ არტერიებში; პრეაპოპლექსიური მდგომარეობებით, ტკივილი გულში; კორონარული სისხლის მიწოდების დარღვევა და სტენოკარდია.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ – 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში – იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15