მერკურიუს-ჰეელი S / Mercurius-Heel №50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 50 ტაბ. სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Mercurius solubillis Hahnemanni D1 – შესაბამისად 90 მგ; Hepar sulfumis D8, Lachesis D12, Prytolacca D4, Ailanthus altissima D3, Echinacea angustifolia D3 – შესაბამისად 30 მგ; Belladona D4 – შესაბამისად 60 მგ. ასევე lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: ფურუნკულოზო კარბუნკული და სხვა ჩირქოვანი წარმონაქმნები. მათ შორის ნუშურა ჯირკვლების ქსოვილში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
აღწერა
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15