მულიმენ S / Mulimen S 100 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Agnus cactus D3, Cimicifuga D4, Ambra D4, Hypericum D3, Urtica D3, Sepia D8, Calcium Carbonicum Hahnemanni D8, Kalium carbonicum D4, Gelsemium D4 – შესაბამისად 11,11 მგ. ასევე Ethanol 54vol%.
ჩვენება: პრედმენსტრუალური სინდრომი; მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ალგო-, დის-, ჰიპო-, პოლ-, ოლიგომენორეა); მასტოპათია, პრეკლიმაქსური და კლიმაქსური ფსიქიკური დაუძლურება; სპასტიკური პარამეტროპათია (საშვილოსნოს ქვემო წნულის გაღიზიანება); დაბალდოზირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად განივთარებული გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშ უნდა გადაწყდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
აღწერა
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.
დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ – არა უმეტეს 2 სთ-ისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 100მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15