ნეურექსანი / Neurexan №50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური პრეპარატი: სტრესის საწინააღმდეგო კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Passiflora incarnata Dil. D2, Avena sativa Dil. D2, Coffea arabica Dil. D12, Zincum isovalerianicum Dil. D4 შესაბამისად 0,6 მგ. ასევე Magnesiumstearat, Lactose-Monohydrat.
ჩვენება: სტრესული მდგომარეობა და მისი შედეგები; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომი; ძილის დარღვევები (უძილობა); მოუსვენარი (ზერელე) ძილი.
უკუჩვენება: შესაძლო ინდივიდუალური მომატებული ზემგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: არ არის დადგენილი. პრეპარატი ხასიათდება შესანიშნავი ტოლერანტობით, არ იწვევს მიჩვევას.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტაზის უკმარისობით, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ ინდა მიიღონ პრეპარატი.
აღწერა
უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღების წინ:
მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როგორც ყველა სხვა წამლის მიღების შემთხვევაში, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.
ბავშვები: არ არის წარმოდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია ბავშვებში ამ მედიკამენტების გამოყენების შესახებ, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ამ მედიკამენტის 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად, სრულ გაწოვამდე – 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან ჭამიდა 1 საათის შემდეგ. მდგომარეობის გამწვავებისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა, ან ძილამდე 1 და 0,5 საათით ადრე, ასევე, შესაძლებელია, უშუალოდ ძილის წინ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15