
ნუქს ვომიკა კომპ. კოსმოპლექს / Nux vomica comp. cosmoplex 50 ტაბ.
მოკლე აღწერა
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
- Strychnos nux-vomica D3 – 0.3 მგ
- Pulsatilla pratensis D3 – 0.3 მგ
- Acidum arsenicosum D6 – 0.3 მგ
- Citrullus colocynthis D3 – 0.3 მგ
- Argentum nitricum D4 – 0.3 მგ
- Carbo vegetabilis D8 – 0.3 მგ
- Veratrum album D3 – 0.3 მგ
- Stibium sulfuratum nigrum D6 – 0.3 მგ
ჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური და ანთებითი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან, კუჭში სიმძიმის შეგრძნებასთან, გულძმარვასთან, სპაზმურ ტკივილებთან, მადის დაქვეითებასთან, გასტრიტთან, დუოდენიტთან, გასტროენტერიტთან და ნაწლავური ფუნქციის დარღვევებთან.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15