ოსტ.ჰელი / Ost.heel №50
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური პრეპარატი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვური გამოყენებისთვის. შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Hekla Lava Д6, Kalium jodatum Д4, Asa foetida Д4, Stillingua silvatica Д4, Aranea diadema Д6, Natrium sulfuricum Д4 შესაბამისად 30 მგ; Hydrargyrum oxydatum rubrum Д9, Calcium Phosphoricum Д6 შესაბამისად 60 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა. ჩვენება: პერიოსტიტი, ეგზოსტოზები, მ.შ. ქუსლის დეზი, ხმაური ყურებში – როგორც ოტოსკლეროზის შედეგი. (ასევე, ოსტეოართროზი, ძვლის და შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევა, პაროდონტოზი). უკუჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. გვერდითი ეფექტი: მომატებული ნერწყვდენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტაზის უკმარისობით, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ ინდა მიიღონ პრეპარატი. დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად, სრულ გაწოვამდე – 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან ჭამიდა 1 საათის შემდეგ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე. შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50ტაბ. ან 100ტაბ. შეფუთვაში. აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4 წარმომადგენელი: შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15