სიზიგიუმ ჯამბოლანუმ-ინელ ფორტე / Syzygium jambolanum-injeel forte 1.1მლ ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1.1 მლ 1 ამპულა შეიცავს: Syzygium cumini D4, D12, D30, D200 – შესაბამისად 0.265 მლ თითოეული. ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი;
ჩვენება: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ე. წ. მოხუცებულთა სენილური დიაბეტი.
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში. მწვავე მდგომარეობისას 1 ამპულა 1-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
აღწერა
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15