სპიგელონი / Spigelon 50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Belladona D3, Brionia D3, Gelsemium D3, Melilotus officinalis D3, Natrium carbonicum D3, Spigelia D3 – შესაბამისად 30 მგ; Thuja occidentalis D12, Acidum silicicum D12 – შესაბამისად 60 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: თავის ტკივილი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
აღწერა
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) №4.