
ციმიციფუგა-ჰომაკორდი / Cimcifuga-Homaccord 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Cimicifuga racemosa D2, Cimicifuga racemosa D10, Cimicifuga racemosa D30, Cimicifuga racemosa D200 – შესაბამისად 0.8 მლ, Strontium carbonicum D8, Strontium carbonicum D30, Strontium carbonicum D200 – შესაბამისად 0.2 მლ; ასევე, Ethanol 35 vol%.
ჩვენება: ოსტეოქონდროზი – განსაკუთრებით ხერხემლის კისრის მიდამოს; მანთაშუა ნევრალგიით განპირობებული ვერტებროგენული ტკივილები; ასევე გამოიყენება წელის არეში ტკივილისას.
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ – 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში – იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
აღწერა
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი: შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15