ჰაუტფუნქციონს-ტაბლეტენ N / Hautfutfunctions-tabletten N 50ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Graphites D10, Thallium aceticum oxydulatum D12, Thuja occidentalis D4 5, Stibium sulfuratum nigrum D6 – შესაბამისად 5 მგ; ასევე, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: ეგზემა; ალოპეცია – სიმპტომატური, ბუდობრივი და ნაადრევი; დარბილებული ფრჩხილები; მსხვრევადი ფრჩხილები; კანის ნაადრევი დაბერება სუსტი სისხლისმიმოქცევის შედეგად; არასპეციფიკური დერმატოზები; გაცხიმოვნების და ცელულიტის კომპლექსურ თერაპიაში.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სუბლინგვალურად. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: არ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15