ჰეპარ კომპ.ჰეელი / Hepar comp. Heel 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
ჩვენება: ღვიძლის დეტოქსიკაციის ფუნქციის სტიმულირება ღვიძლის/ ნაღვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, ტოქსიკური წარმოშობის ღვიძლის ფუნქციური დარღვევების დროს, როგორც სხვა დაავადებების გამომწვევი ან შედეგი, ჰიპერქოლესტერინემიის, ტოქსიკური ეგზანთემული დერმატოზისა და დერმატიტისა, ნეიროდერმიტის დროს და ღვიძლის უჯრედების ფუნქციონირების სტიმულირებისთვის.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სტანდარტული დოზირება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის, კერძოდ არნიკას მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
აღწერა
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15