
ჰეპარ სულფურის ინელი 1 ამპ / Hepar sulfuris injeel ampoules
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: თითოეული 1.1 მლ Hepar sulfuris D12, D30, D200 0.367 მლ
დამხმარე ნივთიერებები , საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი
ჩვენება: დაჩირქებისადმი მიდრეკილება, განსაკუთრებით კანზე და ლიმფურ ჯირკვლებზე (ფურუნკულები, პიოდერმია, სველი ჩირქები, ფლეგმონები); ტონზილარული აბსცესები, ჰალაციონები, ჰორდეოლები, ჰემიკრანია (განსაკუთრებით მარჯვენა), შარდვის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა სიცივისა და ქარის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
აღწერა
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 10 ან 100 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო