
Acidum alpha-ketoglutaricum-Injeel Ampullen / აციდ ა კეტოგლურატიკ ინელ 1 ამპულა.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ #10 ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Acidum alpha-ketoglutaricum D6, D10, D30, D200 – თითო 0.275 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმქლორიდი, საინექციო წყალი.
ჩვენება: Acidum alpha-ketoglutaricum-Injeel არის ჰომეოპათიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ციტრუსის მჟავას ციკლის (Krebs cycle) მხარდაჭერისთვის. იგი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, უჯრედულ ენერგეტიკულ პროცესებს და ენზიმური რეაქციების გაუმჯობესებას.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ. ზრდასრულებში 1-2 ამპულა კვირაში კეთდება კუნთში, კანქვეშ, კანში. შესაძლებელია ორალურად წყალში გახსნილი ფორმით.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 10 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15