|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

Kohler – თერაზიმ 25 ტაბლეტი

კატეგორია: Kohler Pharma

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები ფერმენტებით და კოენზიმებით, ფერმენტები – მეტაბოლური კატალიზატორები

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: პაპაინი 75 მგ ბრომელაინი 100 მგ პანკრეატინი 100 მგ თიამინი (ვიტამინი B1) 500 მკგ ფოლიუმის მჟავა 150 მკგ ბიოტინი 100 მკგ

ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო თვისება; ხელს უწყობს ანთების მედიატორების დაშლას და გამოდევნას; აღდგენითი პროცესების დაჩქარება და ტკივილის შემცირება; სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება, შესაბამისად ქსოვილების ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგება; სამკურნალო პრეპარატებისთვის ქსოვილებში ბიოშეღწევადობის გაზრდა.
შესაბამისად, გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია, ქირურგიული ჩარევა და სტომატოლოგიური ქირურგია, ტრავმები(მაგ. სპორტში) სახსრების დაავადებები, ასევე სისხლძარღვთა და იმუნური დაავადებები და ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამამდე, საკმარისი რაოდენობა სითხის მიყოლებით. დაღეჭვის გარეშე.

34,90 ₾

აღწერა

უკუჩვენება: შემადგენელი აქტიური ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს გლუტეინს! არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას, ჟელატინს, საფუარს, კანონის შესაბამისად, ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს.

თერაზიმი შედგება ფერმენტებით განსაკუთრებით მდიდარი ნესვი Carica papaya-ას და პაპაიას ექსტრაქტებისაგან, ასევე პანკრეატინისგან (ცხოველური წარმოშობის ლიპაზა-ამილაზაპროტეაზის კომპლექსი). ბევრი ფერმენტი საჭიროებს დამატებით ნივთიერებებს ბიოქიმიური რეაქციების ნორმალური მიმდინარეოებისთვის, მათ განეკუთვნება კოენზიმები. თერაზიმის ფერმენტების სპექტრი კიდევ უფრო ფართოვდება ვიტამინი B1, ფოლიუმის მჟავის და ბიოტინის კოენზიმებთან კომბინაციით. ქიმიური ბუნებით ფერმენტები ცილებია.   ვიტამინები: ფოლიუმის მჟავა (ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას), ბიოტინი (ხელს უწყობს ნორმალური კანისა და თმის შენარჩუნებას) და ვიტამინი B1 (ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს). ძირითადი სამკურნალო ფერმენტები გამოიყენება ცილის დამყოფი ჰიდროლაზების ჯგუფისგან. ისინი უზრუნველყოფენ, მაგალითად, ტრავმისა და ქსოვილების ანთებითი შეშუპების დროს, ემიგრირებული პლაზმის ცილებისა და უჯრედული ნარჩენების სწრაფ დაშლას. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას, აჩქარებენ ანთებითი მედიატორების დაშლას და გამოდევნას, მაგალითად ბრადიკინინის. ამრიგად, პროტეოლიზური ფერმენტები აჩქარებენ აღდგენით პროცესს და ტკივილის მოხსნას; ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმს ანთებითი პროცესის, სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი პროცესებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი პროდუქცია