აღწერა
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში საკმარისი რაოდენობა სითხის მიყოლებით.
უკუჩვენება: ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა გამოიყენონ ეს საკვები დანამატი.
განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს გლუტეინს! არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას, ჟელატინს, საფუარს, კანონის შესაბამისად, ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს.
სიფრთხილის ზომები:
- პაციენტებმა ანტიკოაგულანტული პრეპარატების მიღებისას ან სისხლდენის მომატებული რისკის მქონე დაავადების დროს, ნერგონი® უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;
- პრეპარატის გამოყენებისას უნდა მოერიდოთ ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებას (მაგალითად, მზის აბაზანებს);
- გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ ნერგონის® შესაძლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ეს განიხილეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ნერგონმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების (ტაბლეტების) ეფექტურობა.
დამატებითი ინფორმაცია: ნერგონი® არის ვეგანური. მისი კაფსულები ინოვაციური ვეგეტარიანული, გასტრორეზისტენტული, მცენარეული ცელულოზის საფუძველზე დამზადებული კაფსულებია. ისინი იცავენ ინგრედიენტებს კუჭის მჟავე გარემოსგან.