|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

Kohler – თერაზიმ 25 აბი

კატეგორია: Kohler Pharma

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები ფერმენტებით და კოენზიმებით, ფერმენტები – მეტაბოლური კატალიზატორები.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

  • პაპაინი 75 მგ.
  • ბრომელაინი 100 მგ.
  • პანკრეატინი 100 მგ.
  • თიამინი (ვიტამინი B1) 500 მკგ.
  • ფოლიუმის მჟავა 150 მკგ.
  • ბიოტინი 100 მკგ

 

ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო თვისება; ანთებითი მედიატორების დაშლას და გამოდევნა; ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების რეგულირება;

34,88 ₾

აღწერა

აღდგენითი პროცესების დაჩქარება და ტკივილის შემცირება; სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება, შესაბამისად ქსოვილების ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგება; სამკურნალო პრეპარატებისთვის ქსოვილებში ბიოშეღწევადობის გაზრდა. შესაბამისად, გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია ქირურგიული ჩარევა და სტომატოლოგიური ქირურგია, ტრავმები (მაგ. სპორტში), სახსრების დაავადებები, ასევე სისხლძარღვთა და იმუნური დაავადებები და ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამამდე, საკმარისი რაოდენობა სითხის მიყოლებით. დაღეჭვის გარეშე.

უკუჩვენება: შემადგენელი აქტიური ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს გლუტეინს! არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას, ჟელატინს, საფუარს, კანონის შესაბამისად, ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს.

დამატებითი ინფორმაცია: ტერაზიმი არის საკვები დანამატი, რომელიც შედგება ფერმენტებით განსაკუთრებით მდიდარი ნესვი Carica papaya-ას და პაპაიას ექსტრაქტებისაგან, ასევე პანკრეატინისგან (ცხოველური წარმოშობის ლიპაზა-ამილაზა-პროტეაზის კომპლექსი).

ტერაზიმის ფერმენტების სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდება ვიტამინი B1, ფოლიუმის მჟავის და ბიოტინის კოენზიმებთან კომბინაციით.
ქიმიური ბუნებით ფერმენტები ცილებია. ძირითადი სამკურნალო ფერმენტები გამოიყენება ცილის დამყოფი ჰიდროლაზების ჯგუფისგან.
ისინი უზრუნველყოფენ, მაგალითად, ტრავმისა და ქსოვილების ანთებითი შეშუპების დროს, ემიგრირებული პლაზმის ცილებისა და უჯრედული ნამსხვრევების სწრაფ დაშლას.
გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას, აჩქარებენ ანთებითი მედიატორების დაშლას და გამოდევნას, ისეთი როგორიცაა როგორიცაა ბრადიკინინი.

გაუმჯობესებული სისხლის ნაკადის წყალობით, ქსოვილების ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგება იზრდება, ამიტომ წამლები უფრო სწრაფად მიაღწევენ თავიანთ სამიზნე ადგილს.

ამრიგად, პროტეოლიზური ფერმენტები აჩქარებს აღდგენით პროცესს და ტკივილის მოხსნას; ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს ანთებითი პროცესის, სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი პროცესებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი პროდუქცია