
Oculoheel / ოკულოჰეელი თვალის 15 მინიფლაკონი
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ადგილობრივად, თვალში ჩასაწვეთებლად.
შემადგენლობა: 0,45 მლ (= 0,45 გ) შეიცავს: Euphrasia officinalis D5 110,7 მგ, Cochlearia officinalis D5 110,7 მგ, Jaborandi D5 110,7 მგ, Echinacea angustifolia D5 110,7 მგ.
აღწერა
ჩვენება: თვალის ანთებითი მდგომარეობები, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, დაკრი-ოცისტიტი (განსაკუთრებით ქრონიკული ფორმები), ცრემლდენა, გადაღლილი და გაღიზიანებული თვალები.
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებული დოზაა 1-2 წვეთი თითოეულ დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: შეფუთვაში 0,45 მლ-იანი 15 საწვეთურიანი ფლაკონი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15