ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით – Wellness ჯანმრთელობისა და ჰარმონიული ცხოვრების შესახებ საქმის კურსში ყოფნისა და ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების აქტიური პროცესია. ეს არის სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური კარგად ყოფნის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობისგან თავის არიდება. ველნესის იდეა თავის თავში აერთიანებს სხეულის  სულის და გონების ბალანსს, ტერმინი მოიცავს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, სწორ კვებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლებასა და სამყაროსადმი კეთილ დამოკიდებულებას. ველნესის მთავარი ამოცანა დაავადებებისა და როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დაბერების ნიშნების თავიდან აცილება და პროფილაქტიკაა. ველნესი ადამიანის კარგი მდგომარეობის ფილოსოფიაა, მისი არსებობის ყველა – სულიერ, სოციალურ თუ ფიზიკურ – სფეროში. ის ვინც ველნესის ფილოსოფიით ცხოვრობს, ასაკის მიუხედავად – იღბლიანი, წარმატებული და ენერგიით სავსე ოპტიმისტია. Wellness, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების სტილის შეცვლას გულისხმობს და არა რაიმე კონკრეტული დაავადების მკურნალობას.
სწორედ ეს იდეა დაედო საფუძვლად ჩვენი ჟურნალის შექმნის აუცილებლობას, რათა თანამედროვე სტრესულ გარემოში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხალისი, რითიც მოვახდენთ გარკვეული დაავადებების პრევენციას და საქართველოს მოსახლეობის გაჯანსაღების საკითხში მოკრძალებულ წვლილს ჩვენც შევიტანთ.
ჟურნალის დევიზია: „იყავი ჰარმონიაში ბუნებასთან ერთად“, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მკითხველი ჟურნალის ფურცლებიდან გაეცნობა ყველა იმ ბუნებრივ საშუალებას, რომლებიც დღესდღეობით კომპანია „ჰეელს“ აქვს დარეგისტრირებული საქართველოს ბაზარზე.

სტატიები