assorted fruits and vegetables on green surface

რა არის ჯანსაღი კვება?

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. 

რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის.

სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

საკვები ნივთიერებები და მათი ფუნქციები ორგანიზმში

კვების სრულფასოვნება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება რაციონის ბალანსირებულობით ისეთი საკვები ნივთიერებების მიხედვით როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.

ცილები – “აგურებია”, რომლისაგანაც შენდება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები: ჰორმონები, ფერმენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფენ ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის ძირითადი წყაროა.

მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესებსა და საერთოდ, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ ვიკვებოთ სწორად?

ბალანსირებული რაციონი – ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს და მასზე ორიენტაციით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი:

პირამიდის ფუძე – პური, მარცვლეული და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში);

შემდეგი I საფეხური – ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში);

შემდეგი II საფეხური – რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი, ყველი 2-3 ერთ. დღეში), ასევე ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და ნიგოზი (2-3 ერთ. დღეში);

პირამიდის მწვერვალი – ცხიმები, ზეთები (იშვიათად. 2-3 ერთ. დღეში), აგრეთვე ტკბილეული (ეპიზოდურად, 2-3 ერთ. დღეში).