ბელადონა-ჰომაკორდი

30.93

  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Belladonna D2, Belladonna D10, Belladonna D30, Belladonna D200, Belladonna D1000, Echinacea angustifolia D10, Echinacea angustifolia D30, Echinacea angustifolia D200 – შესაბამისად 0,5 მლ; Ethanol 43 vol%.

ჩვენება: ნებისმიერი ლოკალური ანთებითი პროცესები (ანთების ფაზა), რომელთაც თან ახლავს შეწითლება და შესივება, მაგ: წითელას, ქუნთრუშის, ტონზილარული ანგინის, ფურუნკულების, კარბუნკულების, ცხვირის დანამატი წიაღების ანთების, ქოლანგიტისას და სხვა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი:  პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.

დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ – არა უმეტეს 2 სთ-ისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

კოდი: 8952 კატეგორია:
განახლება...
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.