|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ექინაცეა კომპოზიტუმი კოსმოპლექსი / Echinacia compositum cosmoplex 50 ტაბ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები (1 ტაბლეტ შეიცავს): Echinacea angustifolia D2 – 0.9 მგ, Lachesis D10 – 0.3 მგ, Hepar sulfuris D8 – 0.3 მგ, Phytolacca americana D4 – 0.3 მგ, Thuja occidentalis D4 – 0.3 მგ, Bryonia D4 – 0.3 მგ, Chamomilla recutita D6 – 0.3 მგ, Toxicodendron quercifolium D4 – 0.3 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა მონოჰიდრატი მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული  ანთებითი და  ჩირქოვან-ანთებითი  პროცესები –ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა;  ქალის  სასქესო  ორგანოების  სპეციფიური  ანთებითი  დაავადებები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები); ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი (და მათი გართულებები – პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი); გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული  ბაქტერიული და ვირუსული  ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მრვი, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება და სხვ. სეპტიური მდგომარეობები და ინტოქსიკაციის სინდრომი (სეპტიცემია, სეფსისი).

26,30 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება  სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ·  პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას., თუ გაქვთ შაქრის აუტანლობა, გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია