აღწერა
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებში და 6 წ-ის ზევით ასაკის ბავშვებში – 1 ტაბ., ბავშვებში 2-დან 5 წ-მდე – 1/2 ტაბ. 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება სუბლინგვურად (ენის ქვეშ). მწვავე შემთხვევებში – 15 წთ-ში ერთხელ ასაკის შესაბამისის დოზა პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღებამდე ან კვებიდან 1სთ-ის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15