|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ადენოსინტრიფოსფატ-ინელი / Adenosintriphosphat-Injeel forte 1.1 მლ. 1 ამპულა

კატეგორია: სხვადასხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ამპულა (1,1 მლ) შეიცავს:
– Adenosinum triphosphoricum Dil. D6 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D10 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D30 – 0,275 გ
– Adenosinum triphosphoricum Dil. D200 – 0,275 გ
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ჩვენება: ადენოზინტრიფოსფატი (ATP) არის ძირითადი ნაერთი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიას ცოცხალ უჯრედებში მრავალი პროცესის წარმართვისთვის, მათ შორის კუნთების შეკუმშვის, ნეიროტრანსმისიის და გულის ფუნქციისთვის.

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.

უკუჩვენება: Adenosintriphosphat (ATP)-Injeel forte არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ თქვენ ალერგიული ხართ რომელიმე მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ამ პრეპარატში შედის.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

 

8,80 ₾

აღწერა

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 10 ან 100 ამპულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია